“გუბერნატორი გუნავა, ყველამ კარგად იცის, რისთვის არის დაპატიმრებული. მას ჯერ ღიად, ყველას თვალწინ შეუგდეს

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

ნარკოტიკი და იარაღი, აღიარეს, რომ შეუგდეს ნარკოტიკი და იარაღი. ის პოლიციელი, ვინც ეს გაკეთა, გააგდეს სამსახურიდან, ოღონდ მერე აღადგინეს ჩუმად. შემდეგ წაუყენეს მეორე ბრალდება, რომელშიც არაფერი არ გამოუვიდათ. შემდეგ წაუყენეს ბრალდება, რომ ოპერატიული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხების ხარჯვაში ფინანსური დარღვევები იყო. ვინც იცნობს თენგიზ გუნავას, ძალიან კარგად იცის, როგორ ღარიბულად და მოკრძალებულად ცხოვრობს ეს კაცი. ეს არის ადამიანი , რომელმაც აგვისტოს ომის დროს განადგურებას გადაარჩინა ასეულობით მილიონი ლარის ქონება სენაკის სამხედრო ბაზაზე და საქართველოს სანაპირო თავდაცვა, მან ქართული გემები ფოთიდან გაიყვანა სიცოცხლის რისკის ფასად, როცა რუსები აპირებდნენ მათ აფეთქებას. 

 

ის იდეალისტები, რომლებიც აშენებდნენ ქართულ სახელმწიფოს და ისჯებიან მხოლოდ იმისათვის, რომ არაფერი სახლში არ წაუღიათ და მუშაობდნენ ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად. რა თქმა უნდა, გუნავას ციხიდან გამოვუშვებ, რა თქმა უნდა, გუნავას შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ. ის რამდენიმე დღე, რომელიც მან საპყრობილეში გაატარა, მათ სინდისზე იყოს, ვინც ის ჩასვა ციხეში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, სირცხვილია გუნავას ციხეში ყოფნა მაშინ, როცა ციხიდან პედოფილები გაათავიუფლეს.

 

გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  უახლოეს მომავალში შეხვდება თავისი დაცვის ქვეშ მყოფს და გაიგებს, აპირებს თუ არა თენგიზ გუნავა პრეზიდენტს მიმართოს შეწყალების თხოვნით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *