კანონპროექტის მომხსენებელი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომელიც განცხადებების მხოლოდ გაზეთ  „24 საათში“ განთავსების საშუალებას იძლევა.  მისი თქმით, ინიციატივა იმ მდგრადი მონოპოლიის გაუქმებას გულისხმობს, რაც ამ გაზეთს გააჩნია:

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

“როცა სახელმწიფო დაკვეთები არსებობს, უნდა იყოს სამართლიანი წესები. დღევანდელი კანონი განსაზღვრავს ერთ პრივილეგირებულ გაზეთს, ეს არის “24 საათი”, რომელთანაც მთელი ეს რესურსი კანონის ძალით მიედინებოდა, რაც მიგვაჩნია, რომ არასწორია, უსამართლოა და საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა ეწეროს ერთი გაზეთში კანონიი. შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ წინადადება, რომ  პირველი, არ იყოს ერთი გაზეთი დაფიქსირებული და მეორე, თუ ზოგადად ეს პრინციპი მისაღებია, რომ გაზეთებში ქვეყნდებოდეს ასეთი ტიპის ინფორმაცია, მაშინ უნდა გამოქვეყნდეს სხვადასხვა გაზეთში, იმისათვის, რომ არსებოდეს კონკურენცია და გარკვეული სამართლიანობის პრინციპი იყოს შენარჩუნებული. კომიტეტმა ჩათვალა, რომ ეს ინიციატივა არის საინტერესო იმისათვის, რომ გაგრძელდეს მუშაობა.”

 

კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად დაარეგისტრიროს და განხილვა გაგრძელდეს. კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტიდან საკმაოდ საინტერესო კანონს მიიღებენ:

 

“ის, რომ “24 საათი” არის მონოპოლისტი და თანაც სახელმწიფო უხდის საკმაოდ დიდ თანხებს, იმისთვის რომ გამოაქვეყნოს გაზეთში, ეს მიგვაჩნია არასწორად და აბსოლუტურად ვეთანხმებით ბატონ ლაშას. ჩვენ გადავწყვიტეთ, წინადადება ინიციატივად ვაქციოთ. დავამუშავებთ კანონპროექტს, ამას თავისი განსაზღვრული ვადები აქვს. მონოპოლისტი, ბუნებრივია, უნდა ამოვიღოთ კანონმდებლობიდან.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *