მინისტრის ინფორმაციით, ძლიერის წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ დააზიანა გზები, სანიაღვრე არხები, წყლაგაყვანილობის სისტემები. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

 

დავით ნარმანია ამბობს, რომ დღეს, 30 ივლისის მთავრობის ხდომაზე დააყენებს დაზარალებული რეგიონისთვის თანხის გამოყოფის საკითხს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტთა ფონდიდან. 

 

მინისტრის განცხადებით, სენაკის დატბორილი ქუჩების გაწმენდასა და მოსახლეობის დახმარებაში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სენაკში დისლოცირებული სამხედროები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *