ახალი ამბები

ანონსი – 21 დეკემბერი

21 დეკემბერი, 2017 • 2115
ანონსი – 21 დეკემბერი

[red_box]წარმოგიდგენთ 21 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:[/red_box]

11:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანება საზოგადოების წინაშე, წლიური საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშით წარდგება. მისამართი: მ. ლერმონტოვის ქ. N10, სასტუმრო “იოტა”.

11:00 საათზე, HUB Georgia-ს ოფისში, ორგანიზაციის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არსებული დარღვევები, კორუფციული გარიგებები, ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები და თანამდებობრივი გულგრილობა. მისამართი: ვეკუას ქ. N3, “პირიმზე პლაზა”, მე-IV სართული. საკონტაქტო: 599024021; 2 202 203.

11:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევის – “2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები” შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

11:00 საათზე, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”პრეზიდენტი შოთა გულბანი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2017 წლის ეკონომიკური შეჯამება, მიღწევები და არსებული გამოწვევები. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.

11:00 საათზე, მთავარი პროკურატურის წინ, “ბავშვთა სამყაროს” დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.

11:30 საათზე, ადვოკატი, უფლებადამცველი, “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მის.: ნუცუბიძის ქ. N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.

13:00 საათზე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, პროფესიული თემის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო მშვიდობიან აქციას: “ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად” გამართავს. მისამართი: ინგოროყვას ქ. N7, საქართველოს კანცელარია.

14:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრისა და მისი სახელმდები ხელთუქმნელი ხატის შესახებ, ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძრის 1500 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, მირიან მეფის დარბაზში. საკონტაქტო პირი: ვახტანგი ლიპარტელიანი (მღვდელი) – 599921188, 555399923.

15:00 საათზე, “ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” მიერ დაფუძნებული სპეციალური ენერგოკომისიის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N7; “თიბისი ბანკის” შენობა, მეორე სართული, შეხვედრების ოთახი). საკონტაქტო პირი: ლელა გოგოლაძე – 598668806.

15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას სარჩელს განიხილავს, რომელიც მან დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ შეიტანა. მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი N12 საკონტაქტო პირი: გიორგი კონდახიშვილი (ადვოკატი) – 577218164.

17:00 საათზე, “თბილისის კონცერტინო” ევანგელურ-ლუთერული შერიგების ეკლესიაში კონცერტს გამართავს. მისამართი: ტერენტი გრანელის ქ. N15.

18:00 საათზე, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დამაარსებლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის, გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. მისამართი: უზანაძის ქ. N68, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეა. საკონტაქტო პირი: ხათუნა მაჭავარიანი – 599139914.

18:00 საათზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის დარბაზში გაიმართება მე–6 პროექტის: “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის” დასკვნითი ღონისძიება. ფერეიდნელები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

19:00 საათზე, კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულის, ელის დოჯსონის რომანის “რაფლეზიას” წარდგენა გაიმართება. მისამართი: კანდელაკის ქ. N7, “ბიბლუსი გალერეა”.

20:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საახალწლო ღონისძიება TSU NEW YEAR PARTY 2018 გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ REGGAEON, DJ’S MACHAIDZE, ENDORPHINS. მისამართი: ახმეტელის ქ. N10 ა, კინოსტუდია ქართული ფილმის V პავილიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი