ახალი ამბები

პრემიერი: აშშ-დან ჩამოსული ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სისტემას შეაფასებს

20 დეკემბერი, 2017 • 2853
პრემიერი: აშშ-დან ჩამოსული ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სისტემას შეაფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშილმა პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ-დან ჩამოსული სპეციალური ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სისტემას შეაფასებს.

ამ საკითხზე კვირიკაშვილმა დეპუტატ ნიკა მელიას კითხვის პასუხად ისაუბრა. ნიკა მელიას კითხვა ეხებოდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეს. “რასთან გვაქვს საქმე, ხართ დანაშაულის თანამონაწილე, თუ ჩამოშლილია უშიშროების სისტემა?” – იკითხა მელიამ.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ვერ გაიზიარებს “ბრალდებას”, რომ  უსაფრთხოების სამსახური ჩამოშლილია. მანვე განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, თუმცა ეს ჩამოშლილი სისტემა არ არის და ეს ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კონტრტერორისტულმა ოპერაციამაც დაადასტურა.

“რაც შეეხება იმას, რომ პრიორიტეტი არ არის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის უსაფრთხოება, ეს აბსოლუტურად არასწორია. მინდა გითხრათ, რომ თხოვნით მივმართე აშშ-ის მთავრობას, რომ ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის შეფასებას მოახდენს და აქცენტები გაკეთდება, თუ რა მიმართულებით გვჭირდება ჩვენ გაძლიერება. ეს ჯგუფი სულ უახლოეს მომავალში ჩამოვა, როგორც მე აშშ-ის ელჩმა დამიდასტურა,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი