“ჩემი, როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთი წევრის მართლაც გულწრფელი სურვილია, რომ ბიძინა
ივანიშვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს კოალიციაში და პოლიტიკაში, რადგან ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა საკმაოდ დიდი ხნით. ძალიან ბევრი პრობლემაა და დემოკრატიული ინსტიტუტებია შესაქმნელი, ამიტომ მე მჯერა, რომ ის მხოლოდ მაშინ მიიღებს წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას, როცა ქვეყანა იქნება დამშვიდებული და დემოკრატიული ინსტიტუები ჩამოყალიბდება ისე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მის შემდეგ, სისტემას ვეღარ შეცვლის”, –განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ივანიშვილის კომპეტენციაა.

 

“ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი არ მიდის პოლიტიკიდან, ის მიდის თანამდებობიდან”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

ბელგიურმა გამოცემა EUobserver–მა 29 ივლისს გამოაქვეყნა სტატია ივანიშვილის შესახებ, სადაც წერია, რომ ივანიშვილი თანამდებობის დატოვებას ახალ წლამდე გეგმავს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *