ახალი ამბები

ნუ წარმოვაჩენთ ამას სახელმწიფო პრობლემად – პრემიერი VS ხოშტარია მუხთარლის საქმეზე

20 დეკემბერი, 2017 • 1583
ნუ წარმოვაჩენთ ამას სახელმწიფო პრობლემად – პრემიერი VS ხოშტარია მუხთარლის საქმეზე

“დღეს, როცა სახელმწიფომ აბსოლუტურად ადეკვატური, მკაცრი რეაგირება გააკეთა ამ ინციდენტზე, არ მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი იდგას მის წინაშე. მე ძალიან გთხოვდით, რომ ნუ წარმოვაჩენთ ამას, როგორც სახელმწიფო პრობლემას, ძალიან ცუდი ინციდენტია, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ადეკვატურ რეაგირებაში პრემიერი გულისხმობს შსს-ს ორი თანამდბეობის პირის გათავისუფლებას.

“ეს საკითხი არის გამოძიების პროცესში. ძალიან მძიმეა და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო სერიოზული ჩავარდნა… არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, თუმცა საბოლოო სიმართლე ჯერ არ გარკვეულა. ფაქტი თავისთავად არის ძალიან დიდი ჩავარდნა. რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. მათი ბრალეულობა არაფრით არ არის ჯერჯერობით დადასტურებული, მაგრამ მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე”.

“დაუსრულებელი გამოძიების სია თუ გნებავთ, იმდენი ასეთი დანაშაული გვაქვს… პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება ჩვენზე იმ გუნდისგან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, უხერხულია. თქვენ დროს რომ მომხდარიყო ასეთი რამ, დამერწუნეთ, არცერთი თანადმებობის პირი არ დატოვებდა პოსტს. თქვენ ვერ შეელიეთ ვერც ერთ თანამდებობის პირს გირგვლიანის მკველობის შემდეგ. სანამ ნახევარი თბილისი არ გამოვიდა ქუჩაში, არ დააპატიმრეთ [ისიც მოსაჩვენებლად] ისინი, ვინც ამ საქმეში იყვნენ გარეულები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი