EUobserver ივანიშვილს ურეკის აგარაკზე ესტუმრა, სადაც პრემიერ–მინისტრი ამჟამად იმყოფება.

გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის სურვილია საქართველოს ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნესცენტრად აქციოს ევროპასა და აზიას შორის და ამ სურვილის ასრულებას შესაძლოა 20 წელიც დასჭირდეს.

“თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ახალ წლამდე ის პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადადგება და თავისი მიზნის მისაღწევად საქმიანობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს”, – წერს EUobserver. გამოცემისვე ინფორმაციით, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემედეგ, შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

 “პოლიტიკურად, ეს ჩემი სურვილი არ არის, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, – ივანიშვილს ციტირებს ბელგიური გამოცემა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *