როგორც “ნეტგაზეთს” სენაკში მცხოვრებმა დარეჯან დადიანმა განუცხადა, მთლიანად არის დატბორილი ავტოსადგური, რკინიგზის სადგური, ბაზრობა, ილია ჭავჭავაძის გამზირი. უეცრად მოვარდნილი წყალი შევიდა საცხოვრებლების პირველ სართულზე.

 

“ასეთი წვიმა ყოველთვის მოდიოდა გასულ წლებში, მაგრამ მსგავსი პრობლემა აქამდე არ შეგვქმნია. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ არხი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და სარკინიგზო ლიანდაგს მიუყვება, ამოვსებულია და წყალს ვერ ატარებს. რამდენჯერმე მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არხი გაეწმინდა, მაგრამ არავინ არ მოსულა ამის გასაწმენდად, არხი წლებია არ გაწმენდილა და უკვე დიდი ხეები გაიზარდა, წყალს ვერ ატარებს. ახლა ველოდებით, როდის მოვლენ და სახლებიდან წყალს ამოტუმბავენ. ამწუთას სახლის მეორე სართულზე  ვართ, ქვემოთ ვერ ჩავდივართ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დარეჯან დადიანმა, რომელიც დატბორილ ჭავჭავაძის გამზირზე ცხოვრობს.

 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქის ცენტრალური უბნების დატბორვას ხელი შეუწყო ფერდობიანი უბნებიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა და არხში დაგროვილმა წყალმა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *