ახალი ამბები

მიმართვა პროკურატურას და შსს-ს ჭაკუას ექსტრადიციის დაჩქარების მოთხოვნით

29 ივლისი, 2013 • 1148
მიმართვა პროკურატურას და შსს-ს ჭაკუას ექსტრადიციის დაჩქარების მოთხოვნით

“ჩვენ მოვითხოვთ, დავით ჭაკუა ექსტრადირებულ იქნეს საქართველოში, წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და პასუხი აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ხდებოდა მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს. უამრავი პატიმარი ბრალს დებს მას წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ქვეყნიდან მისი გაქცევა ისევ და ისევ ადასტურებს იმას, რომ იგი ფლობს გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ქართულ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში. 

 

აქედან გამომდინარე, მივმართავთ შსს-ს და გენერალურ პროკურატურას, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოახდინონ დავით ჭაკუას ექსტრადირება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ირგანიზაცია ავრცელებს. 

 

დავით ჭაკუას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 25-144მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის წაქეზება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით), 25-145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზება), 25-3691-ე მუხლით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის წაქეზება), 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ძალადობის განხორციელება, რასაც თან ერთვის მისთვის ან მისი ახლო ნათესავისათვის ძალადობის ან სხვა მუქარა), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) და 144მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და დაკავებული პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ბრალდებულ დავით ჭაკუას ექსტრადიციასთან დაკავშირებით გაავრცელებს პეტიციას სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, რათა ხელმოწერით დაადასტურონ მხარდაჭერა, რომელიც გადაეგზავნება შსს-ს და გენერალურ პროკურატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი