ახალი ამბები

“თბილისის საკრებულოში ნაცმოძრაობის 22–კაციანი ფრაქცია 7 ფრაქციად იშლება”

26 ივლისი, 2013 • • 1298
“თბილისის საკრებულოში ნაცმოძრაობის 22–კაციანი ფრაქცია 7 ფრაქციად იშლება”

ჯინჭარაძის თქმით, მის კომისიას ნაციონალებმა უკვე მიმართეს შესაბამისი განცხადებით და ამ საკითხის საბოლოოდ დამტკიცება ბიუროს სხდომაზე მოხდება. ჯინჭარაძის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ რომელიმე ახალი ფრაქცია ნაცმოძრაობას ემიჯნება.

“ყველა ფრაქციის სახელში ფიგურირებს ნაციონალური მოძრაობა”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ერთის ნაცვლად საკრებულოში შვიდი ფრაქციის ყოლა ნაციონალებს სხდომებზე რეგლამტებით გათვალისწინებული უფრო მეტი დროით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს და გარდა ამისა, მათ უფრო მეტი თანამდებობის პირები ეყოლებათ ფრაქციების თავმჯდომარეების სახით.

მას შემდეგ, რაც საკრებულოს ინტერპარტიულმა უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის და 13 მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელები შეცვალა, ნაცმოძრაობას საკრებულოში თანამდებობების პირები აღარ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი