როგორც დღეს, 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა ბრაგვაძემ განაცხადა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა დარღვევებისა და არაეკონომიური ხარჯვის შემთხვევები:

 

“პრივატიზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის პიორბებში, პრივიტაზებული ქონების იპოთეკით დატვირთვის გამო სამ შემთხვევაში ვერ ხერხდება ხელშეკრულების გაუქმება და 5 მილიონ 10 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელბისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და გნავითარების ბანკმა 2010 წლის დასაწყისში გამოყო 3 მილიონი ევროს სესხი. არაეფექტური მუშაობის შედეგად ვერ მოხდა ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ათვისება რის გამოც ვალდებულების სახით 2011 და 2012 წლებში ჯამურად გადახდილია 85 ათასი ლარი. 

 

აჭარის საავიაციო ბაზრის პოტენციალის შესასწავლად შპს luft hansa consulting jmbh-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 310 ათას ევროს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მომსახურების სამ ეტაპს. პირველი ეტაპის შემდეგ ცნობილი იყო, რომ ბათუმში ახალი ავიაკომპანიის ჩამოყალიბება იქნებოდა არაეფექტური, მიუხედავად ამისა ხელშეკრულება გაგრძელდა, რის შედეგადაც არამიზნობრივად გახარჯულია 155 ათასი ევრო”, – განაცხადა ვაჟა ბრაგვაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *