“მე როგორც მომახსენეს, არ მტკიცდება, რომ ეს არის ჩვენი ოფისის ორგანიზებული. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ხდებოდეს ცენტრალიზებულად, მსგავსი არ ხდება ჩვენგან, რომ ორგანიზებულად… პირიქით, მე განცხადებები გავაკეთე, თხოვნებიც და ბრძანებულებებიც გავეცი, რომ მაქსიმალურად გააკეთონ ორგანიზება, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები. დღესაც ბევრი საუბარი გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოიტანონ კონკრეტული გვარები, თუ ვინმე ჩვენი პარტიიდან ამაში მონაწილეობდა, ვაცხადებთ, რომ გავრიცხავთ “ქართული ოცნებიდან” და ისინი არ იქნებიან ჩვენი წევრები. ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა მან.
