ეს განცხადება დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ინტერპარტიული უმრავლესობის წარმომაგენელმა, ფრაქცია “ქართული ოცნება –თბილისის” თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილმა გააკეთა. 


მისი თქმით, უმრავლესობამ თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად საერთო კანდიდატს წამოაყენებს, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით არ გაამხელენ, რადგან საზოგადოება 26 ივლისს ისედაც ყველაფერს შეიტყობს.


გარდა ამისა, მუსხელიშვილის განცხადებით, ხვალინდელ სხდომაზე დაგეგმილია თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საკრებულოს 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეების არჩევაც. როგორც ცნობილია, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან მამუკა ახვლედიანი და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები თანამდებობიდან 19 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე გადაირჩიეს. 


ამ სხდომის შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლებმა ნაცმოძრაობასთან კონსულტაციების გამართვის პროცესი დააანონსეს, რის შედეგადაც კომისიის თავმჯდომარეები პარიტეტის წესით უნდა დაკომპლექტებულიყო. თუმცა დღეს გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კონსულტაციები ვერ შედგა, რადგან ამ უკანასკნელებმა მოლაპარაკებების გზის ნაცვლად სასამართლო გზა აირჩიეს და 19 ივლისის სხდომის შედეგები  სასამართლოში გაასაჩივრეს.


“თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი განხილვაში არ მიიღო. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი გამტყუნდნენ. როდესაც სასამართლოში გვიჩივიან, იქ რაიმე მოლაპარაკებებზე და კონსულტაციბზე ლაპარაკი რთულია,”– განაცხადა მუსხელიშვილმა.


დღეს კომენტარი გააკეთა საკრებულოს წევრმა კოკი იონათამაშვილმა, რომელიც საკრებულოს საქმიანობაში ჩართვისაკენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ საკრებულოს 26 ივლისის სხდომას დაესწრნენ.


საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა განიხილება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *