ახალი ამბები

ანონსი – 13 დეკემბერი

13 დეკემბერი, 2017 • 2079
ანონსი – 13 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 13 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

10:00 – “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ენერგოსექტორში მოქმედი ტარიფების შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

10:30 – უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნები; უკრაინაში მიმდინარე პროცესები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:00 – „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი; უკრაინაში მიმდინარე პროცესები; სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები თბილისის მთავრობაში.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:00 – საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 – საყდრისის დაცვის კომიტეტი “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს, სადაც „ოქროს უროს” ახალი მფლობელების ვინაობა გაირკვევა. კომიტეტი ასევე ისაუბრებს იმ მიზეზებზე, რის გამოც ამ პირების „დაჯილდოება“ გადაწყდა.
მისამართი: კოსტავას #68

12:45 – “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ორგანიზებით, გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა თბილისის მერ კახა კალაძესთან და მის მოადგილეებთან.
მისამართი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”; ვარდების მოედანი #1

14:00 – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წარადგენს ანგარიშს  – ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში“
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი #61

მასალების გადაბეჭდვის წესი