ახალი ამბები

ანონსი: 12 დეკემბერი

12 დეკემბერი, 2017 • 1757
ანონსი: 12 დეკემბერი

12:00 “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში ტრენინგი „ინფორმაციული უსაფრთხოება მედიაში“ გაიმართება. ტრენინგი წარმოადგენს ა(ა)იპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის“ (IDIT) ამავე სახელწოდების პროექტის საპილოტე ვერსიის ნაწილს.

 მისამართი: ჭოველიძის ქუჩა 10.


14:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გია გაჩეჩილაძე გამართავს პრესკონფერენციას.

თემა: კარტერული გარიგებები და მასთან დაკავშირებული საჩივარი

19:00 გერმანიის საელჩოს ორგანიზებით თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტზე „გერმანული რომანტიზმი“, რომელიც საქართველო-გერმანიის 2017 წლის ფარგლებში ჩატარდება. ქართველი პიანისტი ანანო გოკიელი და გერმანელი ჩელისტი კონსტანტინ ჰაიდრიხი შეასრულებენ  ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანისა და მენდელსონის რჩეულ ნაწარმოებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი