ახალი ამბები

ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა – კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურასპაული იქნება

11 დეკემბერი, 2017 • 1835
ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა – კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურასპაული იქნება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი აღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდება.

შიო ხეცურიანმა არჩევნების დღეს თავისი კანდიდატურის მოხსნა განმარტა იმით, რომ “ვერ შეძლო მისმა გუნდმა უსამართლობის დამარცხება”.

მისი თქმით, დღესაც არ იციან დელეგატების ვინაობები. ხეცურიანმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და თანამებრძოლს.

ხეცურიანის თქმით, მათ იციან ამ გადაწყვეტილების შესახებ. ცნობილია, რომ შიო ხეცურიანს ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები უჭერდნენ მხარს, მათ შორის: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და სხვები.

პაატა გურასპაულს კი კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი შემადგენლობა უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი