ახალი ამბები

დღეს კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ

11 დეკემბერი, 2017 • 1313
დღეს კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ

დღეს, 11 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, სადაც მხოლოდ 2 კანდიდატი მონაწილეობს. ორივე კანდიდატი ვეტერანი კალათბურელია: შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული.

შიო ხეცურიანი

ცნობილია, რომ შიო ხეცურიანს ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები უჭერენ მხარს, მათ შორის: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და სხვები. პაატა გურასპაულს კი კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი შემადგენლობა უჭერს მხარს.

ფედერაციის ახალ პრეზიდენტს დღეს 34 დელეგატი აირჩევს. არჩევნებამდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვნელობა განვლილ წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი