რესპუბლიკის მოედანზე თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია იმართება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.
აქციის მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების ქონა არ იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა გარკვეული სანქციები და შეზღუდვები შენარჩუნებული იქნება, კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება სხვადასხვა სერვისი, რომელიც იმუშავებს წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის.
აქციის წინააღმდეგ კონტრაქციას მართავს რამდენიმე მღვდელი მართლმადიდებელი მშობელთა კავშირიდან.