ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა ერთჯერადი ჭიქა, რომელშიც ყავა ესხა, იმ სასამართლოს შენობის ფანჯარას ესროლა, საიდანაც რეპლიკებს ისროდა ყოფილი პოლიტმატიმარი გიორგი გაბედავა, რომელიც სასამართლოში 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მღვდლების პროცესზე დასასწრებად იმყოფება.

 

როგორც გიორგი ონიანი აცხადებს, ის და როლანდ ახალაია შედიოდნენ სასამართლოს შენობაში, გაბედავამ მათ ფანჯრიდან დაუწყო გინება და შეურაცხყოფის მიყენება. 

 

“ეს იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია, რომელიც არ მომდინარეობდა გაბედავასგან, დარწმუნებული იყავით, ეს მომდინარეობდა იმ ადამიანებისგან, ვინც ამათ პოლიტპატიმრები დაარქვა”, – განაცხადა ონიანმა.

 

თავად გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია როლანდ ახალაიასთვის:

 

“გავახსენე, რომ მისი პროკურორობის დროს ჩემი ოჯახის წევრებს უსამართლოდ შეეფარდათ სხვადასხვა სასჯელი, ამას მისი მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და მესროლეს ყავა. ჩივილს არ ვაპირებ და რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, თუ სასამართლო არ გაასამართლებს, მას ხალხი გაასამართლებს”, – განაცხადა გაბედავამ.

 

“მამამისიც აგენტი იყო პოლიციის და შვილიც აგენტი გამოვიდა. მამამისი – გაბედავა ზაზა შოთა გორგოძის აგენტი იყო ეროვნული მოძრაობის დროს, მე ვიცი, მაშინ პროკურორი ვიყავი”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბაჩო ახალაიას საქმეზე ბრალდების მხარემ შემაჯამებელი სიტყვა უნდა წარმოთქვას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *