ახალი ამბები

ოზურგეთში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

9 დეკემბერი, 2017 • 1832
ოზურგეთში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოზურგეთში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი – 53 წლის კაცი დაიღუპა. სახლისკენ მიმავალი კაცი ადიდებულმა მდინარემ იმსხვერპლა.

“ორდღიანი კოკისპირული წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდინარემ იმსხვერპლა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. სტიქიის შედეგად დაზიანებულ უბნებზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი და ითვლის ზარალის ოდენობას. უახლოეს დღეებში მოხდება ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ირაკლი სირაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი