ახალი ამბები

შსს: წიწვოვანი ხეების მოჭრის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

9 დეკემბერი, 2017 • 1307
შსს: წიწვოვანი ხეების მოჭრის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ხეები ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში 1980 წელს დაბადებული ჯ.ს. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით ამხილეს.

შსს-ს ცნობით, ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელშიც წიწვოვანი ჯიშის ნორჩი ხეები და ტოტები აღმოჩნდა. ჯ.ს-მ მათი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას).

მასალების გადაბეჭდვის წესი