ახალი ამბები

მერია: აღმაშენებელზე საღი კი არა, დაავადებული ფიჭვები მოვჭერით

19 დეკემბერი, 2018 •
მერია: აღმაშენებელზე საღი კი არა, დაავადებული ფიჭვები მოვჭერით

თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ რომ აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა არა საღი ხეები, არამედ ხმობადი, დაავადებული ფიჭვები ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

მერიის განმარტებით, მათ დაქვემდებარებაში მყოფმა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ წელს, ოქტომბრის ბოლოდან, თბილისის მასშტაბით დაიწყო სანიტარული ჭრები. ჯამში, მერიის თანახმად, მოიჭრება 20 000 ძირი დაავადებული (ხმობადი და ზეხმელი) ხე-მცენარე.

აღმაშენებლის გამზირზე, მათივე ცნობით, წლის ბოლომდე, მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად, დაირგვება 23 ძირი სხვადასხვა სახეობის, 4 მეტრზე მაღალი ხე: 8 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი; 7 ძირი უნგრული ცაცხვი; 9 ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი