ახალი ამბები

რექს ტილერსონი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

7 დეკემბერი, 2017 • 2486
რექს ტილერსონი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

“აშშ მტკიცედ უჭრეს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენ მოუთმენლად ველით ამისთვის ყველა ნაბიჯის დასრულებას,” – ეს განცხადება აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა ვენაში, სადაც ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს გაცხადებული აქვს თავისი მისწრაფება ნატოში გაწევრიანების შესახებ. თავის მხრივ ნატოს ბუქარესტის სამიტის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამას მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთი, თუმცა ნატოს წევრი სახელმწიფოების დეკლარირებული პოზიციაა, რომ მესამე ქვეყანა ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი