მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ბარამიძე, მესამე ადგილზე -ზურაბ ჯაფარიძე, ხოლო მეოთხე ადგილი შოთა მალაშხიას ერგო. 

 

” ვფიქრობ ყველა კითხვის ნიშანი შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა შემდგარიყო დებატი, ხომ არ იქნებოდა ეს ხელოვნური, როგორ მოვახერხებდით ერთმანეთთან პაექრობაში განხსვავებული პოზიციის დაფიქსირებას, ვფიქრობ რომ ამ ხუთი ტურის შემდეგ ყველა ეს კითხვის ნიშანი მოიხსნა და თითოეული ადამიანი ვინც უსმენს ამ პრაიმერს და დებატებს დარწმუნდება რამდენად განსხვავებული ხედვა აქვთ კანდიდატებს ამიტომ დღეს უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ეს პრაიმერი შედგა, ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთლიანი საზოგადოებისთვის, რომელსაც დღეს ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს, ეს რაც დღეს აქ ხდება არ არის მხოლოდ თქვენთვის ანგარიშის ჩაბარება, ეს არის ჩვენი მხრიდან ანგარიშის ჩაბარება ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ვხედავთ დღევანდელ დღეს და რას ვაპირებთ მომავალში, ამიტომ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს და კონკურენტებსაც, მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანსაც და იმედი მაქვს რომ ერთად ვიქნებით წარმატებული და ჩვენი წარმატება იქნება წარმატებული ქვეყანა, ქვეყანა სადაც იქნება გამთლიანებული აზოგადოება, ქვეყანა რომელიც გააგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას და საბოლოოდ იპოვნის თავის ადგილს ევროპაში”– განაცხადა ბაქრაძემ.

 

კენჭისყრაში მონაწილეობა 158-მა დელეგატმა მიიღო, რეგისტრირებული კი 163 დელეგატი იყო. 

 

დღევანდელი პრიმერის სადისკუსიო თემა კულტურის, ხელოვნების და განათლებისა საკითხები იყო. 

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრაიმერი ჩაატარა ქუთაისში, გორში თელავში, ზუგდიდში და ბათუმში. ყველა მათგანში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. 

 

დღეს, 21 ივლისს ბათუმშიში გამართული პრაიმერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო შსს–მ ორი პირი დააკავა, რომლებიც სასამართლოში არიან გადაყვანილი. 

 

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი იმართება. მასში პარტიის ოთხი წევრი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილი ივლისის ბოლოს გახდება. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *