მისი დაკავების მიზეზი პოლიციის მიერ გაკეთებული ბარიერის გადალახვის მცდელობა გახდა.
დღეს, 21 ივლისს, ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი მიმდინარეობს. პრაიმერის დაწყებამდე სასტუმრო “შერატონთან” აქცია გაიმართა, რომელზეც სულ ორი ადამიანი დააკაავეს. მერაბ ღოღობერიძის გარდა დაკავებულია მერაბ გორგოძე. დაკავებული პრეზიდენტობის კანდიდატია.
“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ვებ–გვერდზე მერაბ გორგაძე დარეგისტრირებულია, როგორც საარჩევნო სუბიექტი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით. მერაბ გორგაძეს პარლამენტის მიერ, ასევე, მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
დაკავებისას პოლიციამ მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა. პოლიციელების განცხადებით, გორგაძემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. ბათუმში აქცია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ იყო ორგანიზებული. აქციისს მონაწილეებმა პრაიმერის დელეგატებს კვერცხები დაუშინეს.
ორივე დაკავებული სასამართლოშია გადაყვანილი.
აქციის ფონზე გაიმართა გუშინდელი პრაიმერი ქალაქ ზუგდიდშიც. მონაწილეებმა დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 12 პირი დააკავა, რომლებიც დღეს სასამართლომ ას– ასლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
