ახალი ამბები

საპატრიარქომ მიტროპოლიტისთვის კარის აჭედვის ფაქტის გამო კომისია შექმნა

21 ივლისი, 2013 •
საპატრიარქომ მიტროპოლიტისთვის კარის აჭედვის ფაქტის გამო კომისია შექმნა

“პატრიარქთან ჩამობრძანებული იყო ორივე მხარე. მან ორივე მხარეს მოუსმინა. ჩვენც ასევე მვისმინეთ ორივე მხარე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას კომისია. ერთ კვირაში კომისია ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მე მინდა ჩვენს მრევლს, ყველა მორწმუნე ადამიანს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტილებას”.– განაცხდა მან. 

 

მოქალაქქებს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მიმართ რამდენიმე ბრალდება აქვთ:

 

“მიტროპოლიტს ავუჭედეთ კარი შემდეგი ბრალდებით, ის არის ბრალდებული მრუშობაში, ეკლესიის ქონების მითვისებაში მხილებული, დააახლოებით მილიონ ლარზეა საუბარი. ასევე მხილეებულია 4 სასულიერო პირი, რომლებიც ზესტაფონში განაგრძობენ მრევლის დაზომბირებას და დაშინებას. ასევე აღსარების გათქმაში არიან მხილებულნი. და ამ ადამიანებს ეს ეპისკოპოსი მფარველობს”– განაცხადა მიხეილ შველიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი