“მიტროპოლიტს ავუჭედეთ კარი შემდეგი ბრალდებით, ის არის ბრალდებული მრუშობაში, ეკლესიის ქონების მითვისებაში მხილებული, დააახლოებით მილიონ ლარზეა საუბარი. ასევე მხილეებულია 4 სასულიერო პირი, რომლებიც ზესტაფონში განაგრძობენ მრევლის დაზომბირებას და დაშინებას. ასევე აღსარების გათქმაში არიან მხილებულნი. და ამ ადამიანებს ეს ეპისკოპოსი მფარველობს”– განაცხადა მიხეილ შველიძემ.

 

გარდა ზემოთქმულისა, მიტროპოლიტის მიმართ  მოქალაქეებს სხვა ბრალდებებიც აქვთ. მათი განცხადებით, 10 წლის მანძილზე, რაც ვახტანგ ახვლედიანი ზესტაფონშია, რელიგიური რიტუალები არ ტარდება.  ისინი სასულიერო პირების დასჯას მოითხოვენ. 

 

„მოვითხოვთ ერეტიკოსი მღვდლების და ერეტიკოსი მღვდელმთავრის შესაბამისად სჯულის კანონის მუხლებით დასჯას, რამეთუ ისინი ეკუმენურად, კათოლიკური აღმსარებლობის სტუმრებს ასწრებენ მართალთა ლიტურგიის ბოლო ნაწილს და მეტიც, მათ უმასპინძლდებიან ნაკვეთი სეფისკვერით, რაც არის უდიდესი სჯულისმიერი დარღვევა. ბერი უნდა ცხოვრობდეს ეპარქიის რეზიდენციაში ან მონასტერში, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მიტროპოლიტი ცხოვრობს ცოლ–შვილთან”.– აცხადებს კონსტანტინე ქათამაძე 

 

მოქალაქეებმა მათი უკამყოფილების შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოსაც მიაწოდეს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *