თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე მესაზღვრეებმა ჩხრეკის შედეგად ჩემოდანში 22 წლის ქართველი ქალი აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, თურქეთის ართვინის პოლიციის გუბერნატორმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პოლიცია დაეჭვდა, როდესაც დაინახა, რომ მეორე ქართველ ქალს საკმაოდ მძიმე ბარგი მიჰქონდა.
ჩხრეკის შემდეგ ჩემოდანში 22 წლის ქალი აღმოჩნდა დამალული. როგორც მოგვიამენით გაირკვა, მას თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა.
იგი ართვინის პროვინციის პოლიციაში გადაიყვანეს.
“დიდ ჩემოდანში დამალული ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც თურქეთში უკანონოდ შესვლას ცდილობენ, თურქეთი-საქართველოს საზღვარზე იშვიათობა არ არის,”- წერს Daily Sabah.