მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ბარამიძე, მესამე ადგილზე- შოთა მალაშხია, ხოლო მეოთხე ადგილი ზურაბ ჯაფარიძეს ხვდა წილად.
“მე ვისურვებდი, რომ საქართველო წასულიყოს ცივილური და ნორმალური შეჯიბრის გზით, საზოგადოების დამშვიდების და გამთლიანების მიმართულებით და ის უბედურება, რომელიც გვჭირდა 90–იან წლებში, ხელისუფლების წაქეზებით და ხელდასმით, საზოგადოების ცალკეული ჯგუფები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ქვებს ესროდნენ, სამუდამოდ ჩაგვეტოვებინოს 90–იან წლებში”– განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს, 20 ივლისს ზუგდიდში გამართული პრაიმერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა დელეგატებს ბოთლები, ქვები და ცოცხები დაუშინეს. აღნიშნულის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი იმართება. მასში პარტიის ოთხი წევრი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილი ივლისის ბოლოს გახდება.ქუთაისში, გორში და თელავში გამართულ პრაიმერებშიც გამარჯვება დავით ბაქრაძემ მოიპოვა.
