დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს.

 

დღეს, 20 ივლისს, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც:

 

“მე მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს. იცით,  რომ იქ დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი.  ძალიან არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. იცით, რომ პოლიცია იცავდა და იცავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმისათვის, რომ არ დავუშვათ რაიმე ექსცესები და  ვუზრუნველყოთ ამ ადამიანების უსაფრთხოება, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოებას.  სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანების მისამართით, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ. ჩვენ ვთქვით და ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა და იქნება სამაგალითო ნამდვილად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ  ნებისმიერ ძალადობას. და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად”.– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი გაიმართა. პრაიმერის დაწყებამდე, შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დელეგატებს ცოცხები, ქვები და ბოთლები დაუშინეს. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ისმოდა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *