როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს პოლონეთში განუცხადა, სადაც ვიზიტი შეაჯამა, აშშ–ის საელჩოს ყოფილი შენობა, მისი აზრით, მომავალი პრეზიდენტისთვის რეზიდენციის მოსაწყობად საკმარისი უნდა იყოს და “ამას მარგველაშვილიც აცნობიერებს”.

 

“სხვათა შორის, კარგად არ გამირკვევია, მაგ საკითხში ბოლომდე არ ვარ გარკვეული…   საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია? პრინციპში, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, მე მგონი, იქ მშენებლობა საჭირო არაა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებულია, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე. იქ, სადაც ამერიკის საელჩო იყო ადრე, რაც აშენებულია, ის შენობა საკმარისია. მე მგონი, 1500 კვადრატული/მეტრია , ეს აბსოლუტურად საკმარისია, ნორამლურია ის და თვითონ მარგველაშვილიც აცნობიერებს, მასთანაც მქონდა საუბარი, თუ პრეზიდენტი გახდება…”, – განაცხადა ივანიშვილმა და თავი შეიკავა იმაზე, თუ რა ბედი ელის პრეზიდენტის ამჟამინდელ ავლაბრის სასახლეს.

 

როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის კანცელარიაში განუცხადეს, 3 ივლისის სხდომაზე მთავრობამ მოიწონა გადაწყვეტილება ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობისთვის პრეზიდენტის რეზიდენციის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *