ახალი ამბები

ივანიშვილი: ვთხოვე პრემიერსაც, რომ გააკეთონ განცხადებები და პასუხი მოსთხოვონ რუსეთს

19 ივლისი, 2013 • • 1054
ივანიშვილი: ვთხოვე პრემიერსაც, რომ გააკეთონ განცხადებები და პასუხი მოსთხოვონ რუსეთს

 

როგორც პრემიერმა პოლონეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი თავის პოლონელ და ლიტველ კოლეგებს რუსეთის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდა:

 

“ძალიან აქტიურად ვაკეთებდი მე ამაზე აქცენტებს, ვთხოვდი პრემიერსაც [დონალდ დუსტკი], ვთხოვე დღესაც შეხვედრაზე, გუშინაც, რომ როგორმე გააკეთონ განცხადებები და მინიშნება ამაზე და პასუხი მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას და თავის პოზიცია დააფიქსირონ. აბა, ვნახოთ, როგორი განცხადებები გაკეთდება. მე მაქსიმალურად მქონდა ამაზე ყურადღება და აქცენტები გაკეთებული. თხოვნები მქონდა ყველა შეხვედრის დროს, რომ მათ რეაქცია გააკეთონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში გამავალ საოკუპაციო ზოლზე რუსი მესაზთვრეები მავთულხლართებს აბამენ. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპანტებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი