ახალი ამბები

ბაქრაძე: ჩემზე არსებული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია კომისიის ზოგიერთი წევრისგან მომივიდა

20 ივლისი, 2013 • • 1022
ბაქრაძე: ჩემზე არსებული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია კომისიის ზოგიერთი წევრისგან მომივიდა

“როგორც დღეს ვიცი გადმოცემით, მათ შორის ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, ეს სიტუაციას სრულიად არ ამარტივებს და კარგად სრულიად არ მაჩენს, როცა ქვეყნის მეორე პირს უკანონოდ გწერენ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ჩანაწერები არსებობს. არ ვიცი რა, მაგრამ ვიცი, რომ რაღაცები არის”. განაცხადა ბაქრაძემ გადაცემა  “ღია ეთერში” სტუმრობისას. 

 

მისისვე თქმით, აღნიშნული შესახებ ინფორმაცია მან ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის  ზოგიერთი წევრისგან მიიღო, ვისაც ამ ფირებთან ჰქონდა შეხება:

 

“ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ მე ეს არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ ვიცოდი, ამის თქმა საკმარისი არ არის. მე ვთქვი, რომ, როცა ვიღებდი გადაწყვეტილებას დავმდგარიყავი თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატად, ძალიან დიდხანსს ვიფიქრე. ზუსტად ამიტომ ვიფიქრე. ზურას ჯაფარიძის მხრიდან საკმარისია იმის თქმა, რომ არ იცოდა,  იმიტომ, რომ ის არ იყო პარლმენტის თავმჯდომარე, მე ვიყავი პარლმენტის თავმჯდომარე. ჩემი მხრიდან არ ვიცოდის თქმა არ არის საკმარისი და არცოდნა არცოდვა არ არის. მე ეს ძალაინ კარგად მესმის, არცოდნა მე არ მამართლებს, ამიტომ მივიღე პრეზიდენტობის კანდიდატად დადგომის გადაწყვეტილება, თუ მე ვიქნები ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ეს თემა დაიხუროს იმით, რომ  ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამასთან შეხება ჰქონდა, დაისაჯოს და შევქმნათ სისტემა, რომელიც გამორიცხავს ასეთი დახურული სისტემების შექმნას მომავალში”– განაცხადა ბაქრაძემ. 

 

ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში არიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

 

ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრის, ლაშა ტუღუშის თქმით, აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების რიცხვი უკვე 17 ათასამდეა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი