ახალი ამბები

ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდები – ქართველი ძალოსანის ტრიუმფი აშშ-ში | ფოტო/ვიდეო

6 დეკემბერი, 2017 • 5866
ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდები – ქართველი ძალოსანის ტრიუმფი აშშ-ში | ფოტო/ვიდეო

გუშინ, 5 დეკემბერს, აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდები დაამყარა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი, ხოლო აკვრაში 243, 250, 257 კილოგრამი დაძლია და, ჯამში, 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მსოლფიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

აქამდე მსოფლიო რეკორდი ატაცში ლაშა ტალახაძის მიერ აწეული 117 კილოგრამი იყო, ხოლო გუშინ ახალ რეკორდად 220 კგ ჩაიწერა.

აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი გაისმა – ლაშა ტალახაძე კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე დადგა, მეორე და მესამე საფეხურებზე ირანელი ძალოსნები, საეიდ ალიჰუსეინი და ბეჰდად სალიმი კორდასიაბი ავიდნენ.

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიაში ყველაზე წარმატებულლი შედეგია. ქართველმა ძალოსნებმა, ჯამში, 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ჩემპიონატში ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ძალოსანთა გუნდის წევრი ანასტასია გოტფრიდი გახდა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85 კგ) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.

ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდი. ფოტო: EPA

ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდი. ფოტო: EPA

ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდი. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი