ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტუსკს იმ

ბიძინა ივანიშვილი და დონალდ ტუსკი
ბიძინა ივანიშვილი და დონალდ ტუსკი

მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ იჩენს, ასევე, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.

 

საქართველოს პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, სოფლის მეურნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში პოლონური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

“მოხარული ვარ, რომ გავიცანი ჩემი პოლონელი კოლეგა და მოგვეცა საშუალება გვესაუბრა მრავალ საკითხზე. მე იგი მოვიპატიჟე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ახლო პერიოდში შეძლებს ვიზიტის განხორციელებას…ჩვენი შეხვეედრა გვაძლევს საფუძველს, რათა მომავალში გავაღრმაოთ ურთიერთობები და მოხარული ვიქნები, თუ მომავალშიც გვექნება პოლონეთისგან ასეთი დიდი მხარდაჭერა”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ციტატასაც მისი პრესსამსახური ავცლებს.

 

ამავე განცხადების მიხედვით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის გულითადად მიესალმება საქართველოს პრემიერს ვარშავაში, რადგან ის წარმოადგენს ქვეყანას, რომელთანაც პოლონეთს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა. “ჩვენ ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, მეგობრობა ორ ქვეყანას შორის უკვე არის მუდმივი პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება. რაც შეეხება შიდა პოლიტიკური ცხოვრების ასპექტებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა საუბრებმა ჩაიარა გულთბილ ვითარებაში, ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და ეს საუბრები იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. დარმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება გარანტი ევროპული სტანდარტების დაცვისა და ევროპა მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება საქართველოსგან”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. მანვე გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *