არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მიმართული იყო საკრებულოს იმ წევრების მიმართ, რომელთაც “ნაცმოძრაობა” დატოვეს და ახალფორმირებულ უმრავლესობას შეუერთდნენ.

მომიტინგეები ყოფილ ნაციონალ ირაკლი შიხიაშვილს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომერეობის ერთ–ერთ რეალურ პრეტენდენტად მოიაზრება, უპრინციპო და მოღალატე პოლიტიკოსად მოიხსენიებდნენ.
მათი თქმით, დაუშვებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე “შიხიაშვილისნაირი უპრინციპო პოლიტიკოსი იყოს.”
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ირაკლი შიხიაშვილი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევა “გააპრავა” და “სახალხო კრება” და 26 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები პროვოკაციაში დაადანაშაულა.
შიხიაშვილის ზემოხსენებული განცახდების აუდიოსინქრონი ხმის გამაძლიერებელი აპარატურით სხდომის პარალელუად ჩართეს.
აქცია რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ დაიშალა. ირაკლი შიხიაშვილმა მომიტინგეთა ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა.

