ეს განცხადება “ნეტგაზეთთან” საუბრისას მამუკა კაციტაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა:

 

“დღეს გაიმართა შეხვედრა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების იმ მოქმედი მაგიდისა, სადაც 12 პარტიაა ჩართული. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენ გავაანალიზეთ და შევაფასეთ ის გარემოება, რომელიც დადგა “ქართული ოცნების” მხრიდან შეთანხმების ჩაშლის შემდეგ. ფაქტობრივად, ხელმოწერილი მემორანდუმის ჩაშლის შემდეგ რა რეალობაში ვიმყოფებით. ერთი მრივ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი მხრივ, ინფორმაცია მივაწოდოთ პროცესში ჩართულ ქართულ არასამთავრობოებს და საერთაშორისო არასამთავობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ექსპერტთა წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით და ეს გაგრძელდება, ფაქტობრივად, ამ წუთიდან.”

 

მამუკა კაციტაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ასევე შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ჩაიშალა შეთანხმება, რეალუარდ ეკუთვნის “ქართულ ოცნებას”: “ბუნებრივია, გამოსავალი აქედან არის “ქართული ოცნების” ლიდერის და პრემიერმინისტრის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ პასუხს ველოდებით მისგან, რა რეალობაც შეიქმნა, აქედან გამომდინარე, საინტერესოა მის მიერ დანახული გამოსავალი. ეს შეიძლება მოხდეს მისი განცახდებით, პოლიტსაბჭოს ახალი მოწვევით ან არასაპარლამენტო ოპოზიაციასთან შეხვედრის, ან მის გარეშე. მთავარია, რომ პასუხი უნდა მივიღოთ ივანიშვილისგან, რადგან პასუხისმგებლობაც მისია და გადაწყვეტილების უფლებაც მისია. კოალიციის საბჭო მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა ამ ტიპის გადაწყვეტილებასთან.”

 

“ახალი მემარჯვენეების” წევრი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ოპოზიციური პარტიები რიგ ქმედებებს განახორციელებენ: “24–26 ივლისს ჩანიშნულია საპარლამენტო სხდომები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება როგორც მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხრიან, ასევე, მხარდამჭერების და ქართული საზოგადოების მხრიდან შესაბამისი გამოხმაურებები ამ რიგგარეშე სხდომებთან დაკავშირებით. მთლიანობაში ეს ყველაფერი ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით. თუ აქ არ იქნა წარმატება, ავტომატურად ეს ბადებს არჩევნების ლეგიტიმურობის  და ნდობა -არნდობის საკითს. ამაში თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული, უნდა იყოს სწორედაც რომ საქართველოს ხელისუფლება.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *