ამის შესახებ “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა განცხადება “ქორთიარდ მარიოტში”, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეკრებამდე გააკეთა:

“ის, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს ძალიან არასამართლიანად და არათანაბრად ეს საარჩევნო ვითარება, დეტალურად არის აღწერილი განცხადებაში, რომელიც დღეს გავავრცელეთ სხვა არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით მინდა ორი კონკრეტული რამ ვთქვა, რომელიც ამ ახალი ხელისუფლების პირობებში გვიბიძგებს გარკვეული დასკვნებისათვის. როგორც ჩანს, საქართველოში სახელისუფლებო სკამებს, საერთოდ, ზოგადად და არა მარტო ამ ხელისუფლების დროს აქვს ვირუსი. ამ ვირუსის დროს პირველი, რაც ხდება ხოლმე, ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური პარტია ან პარტიათა ჯგუფში საერთოდ ივიწყებენ იმას, რაზეც მანამდე საუბრობდნენ ლიდერები, რისთვისაც იბრძოდნენ და რაზეც ხელს აწერდნენ.”
თარგამაძის განცხადებით, ამის მაგალითია “ქართული ოცნება”, რომელიც ფაქტობრივად უარყოფს იმ მოთხოვნებს, რომელიც რვიანის ფარგლებში იყო მიღწეული:
“მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ვირუსი იწვევს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს ჰგონიათ, რომ სამარადჟამოდ არიან ხელისუფლებაში.”
