ახალი ამბები

ორი ბავშვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდი ბრალს არ აღიარებს – სკოლის დირექტორი

3 დეკემბერი, 2017 • 4406
ორი ბავშვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდი ბრალს არ აღიარებს – სკოლის დირექტორი

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ხათუნა ბარამიძე ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩაზე ორი ბავშვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი მოზარდები ნამდვილად მისი სკოლის მოსაწვლეები არიან. მისი ინფორმაციით, დაკავებული მოზარდი ბრალს არ აღიარებს.

“დაკავებული მოზარდი ბრძანდებოდა სკოლაში იმ დღეს. მშობელს რომ დავუკავშირდით, გვითხრა, რომ ბავშვი სახლში იყო. ჩემი ინფორმაციით, ის არ აღიარებს დანაშაულს. არ უარყოფს, რომ იყო ამ “გარჩევის” მონაწილე, მაგრამ მკვლელობას არ აღიარებს. რა “გარჩევის” მონაწილე იყო, ეს არ ვიცი,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ხათუნა ბარმიძემ.

დირექტორის თქმით, ჩხუბის ადგილას პირველი ექსპერიმენტული სკოლის 4 მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. დირექტორის თქმით, ისინი თავისუფლები არიან.

  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა.

მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად 3 და 4 დეკემბერს, თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის წინ მდუმარე აქციები გაიმართება – წაიკითხეთ ვრცლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი