ამის შესახებ კალაძემ სასტუმრო “რედისონში” მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

კალაძის განცხადებით, კონსორციუმის აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელებას ერთი მილიარდის ინვესტირება სჭირდება, რომელიც საქართველოში დაიხარჯება. 

მინისტრის  შეფასებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია:

 
“ამავდროულად, არსებული მილის გამტარუნარიანობის ზრდა საქართველოს საშუალებას აძლევს, მიიღოს დამატებითი ფუნქციური გაზი, რაც ქვეყანას დარჩება. აღნიშნული სამუშაო ნინოწმინდაში განხორციელდება. იქ დაიდგმება საქაჩი კომპრესორები, რომლებიც არსებულ მილში დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებას დაეხმარება”.

კახი კალაძემ ქვეყანაში გაზიფიცირების პროცესის მიმდიმარეობის შესახებაც იასუბრა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს მასშტაბით დარჩენილი 150 ათასი ოჯახის გაზიფიცირება დასრულებული იქნება.

 

მისი თქმით, თბილისში გაზიფიცირება უკვე დასრულდა. დარჩენილი არიან ის დევნილები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დარეგისტრირებული არ აქვთ.

 

რეგიონებში 2014 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 80 ათასი აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება. როგორც კალაძე აღნიშნავს, იმ ოჯახებს, რომელთაც გაზიფიცირება სურთ, გაზის შეყვანისთვის შეუძლიათ გამანაწილებელ კომპანიას ყველთვიურად 25 ლარი გადაუხადონ. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *