“იმედი მაქვს, რომ სასამართლო თავისუფალი იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევას გამართლება

ვანი მერაბიშვილი
ვანი მერაბიშვილი

მოეძებნება, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გქვონდა მასთან. სამწუხაროა, რომ მას არ აქვს საშუალება შეხვდეს ოჯახის წევრებს, მას გარესამყაროსთან არ აქვს კომუნიკაცია, მასთან მხოლოდ ევროპარლამენტის წევრები მოხვდნენ, ამას გამართლებას ვერ ვუპოვი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ციხიდან გამოსულმა ევროპარლამენტარმა ანდრო დენჟანმა.

 

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა კრისტოფ ლისეკმაც გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მერაბიშვილს არ ეძლევა ოჯახთან შეხვედრის საშუალება.

 

“რჩება შთაბეჭდილება, რომ მის საქმეს პოლიტიკური სარჩული უდეს”, – განაცხადა ლისეკმა.

 

სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, ვანო მერაბშვილს ჯერ სასჯელი მისჯილი არ აქვს, რის გამოც ის სხვა დაკავებულების მსგავსად ვერ სარგებლობს პაემნის უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა, მერაბიშვილი პატიმრობისას შეძლებს პაემნების იმ ოდენობით სარგებლობას, რაც კანონითაა გათვალსიწინებული.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *