კალაძის ინფორმაციით, ამ ბიზნესჯგუფის წარმომადგენლები კომპანია “ქლინ ენერჯისთან” თანამშრომლობას გეგმავენ და აპირებენ 600-700 მილიონის ინვესტირებას აჭარის წყლებზე 400- მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში.

 
ენერგეტკის მინისტრის ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროში უკვე წარდგენილია და დადებითი პასუხის შემთხვევაში მშენებლობა დაუყოვლებლივ დაიწყება: “ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია” 

 

კახი კალაძემ მედიასთან შეხვედრაზე “ხუდონჰესის” პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა:”ხუდონჰესის” მშენებელი კომპანია გამოყვანილია მორატორიუმიდან და მშენებლობის ნებართვის მიღების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა. ამ პერიოდის განავლობაში კომპანიამ უნდა შეისწავლოს თითოეული ოჯახის მდგომარეობა და უნდა დაიწყოს მათთან მოლაპარაკებები განსახლების თაობაზე.”

 

მინისტრმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ქართული ენერგეტიკული სექტორით “რუსჰიდროს” დაინტერესებაზეც. კალაძის ინფორმაციით, “რუსჰიდროს” წარმომადგენლები საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

“უახლოეს მომავალში ველოდები “რუსჰიდროს” ხელმძღვანელს. მასთან შეხვედრის დეტალებზე კი ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის. ყველაზე მეტი ინტერესი ინვესტორების მხრიდან არის ენერგეტიკის სფეროს მისამართით და ინვესტიციების უდიდესი წილი სწორედ ამ მიმართულებით მოდის”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *