ამის შეასხებ განმარტება კალაძემ სასტუმრო “რედისონში” მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
“უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა ყაზახური დელეგაცია, რის შემდეგაც ყაზახეთში მიღწეული შეთანხმება “ყაზტრანსგაზის” ყაზახური მხარისთვის გადაცემის შესახებ ოფიციალურად გაფორმდება. ასევე შესაბამისი უწყებები მუშაობენ იმ ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც “ყაზტრანსგაზს” წლების განმავლობაში დაუგროვდა.”
კახი კალაძის ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრო გაზის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს:
“ყაზტრანსგაზი” სადისტრიბუციო კომპანიაა და წლების განმავლობაში ბევრი ვალი დაუგროვდა. შესაბამისად, ტარიფის შემცირებაზე დათანხმება რთული იქნება, თუმცა ჩვენ ამ მხრივ მუშაობას ვაგრძელებთ და როდესაც შედეგი გვექნება, ამას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს”.
