ახალი ამბები

ანონსი – 1 დეკემბერი

1 დეკემბერი, 2017 • 2226
ანონსი – 1 დეკემბერი

10:30 – სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის   და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

12:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს პრეზიდენტი ზურაბ ბაბუციძე და ამავე კლუბის წევრი, რალიში ,გამარჯვეული დავით კვარაცხელია გამართავს პრესკონფერენცის. თემა: სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს პრეზიდენტი ზურაბ ბაბუციძე და ამავე კლუბის წევრი, რალიში ,,გამარჯვეული " დავით კვარაცხელია.

14:00 – ადამიანის უფლებათა ცენტრი გიწვევთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიშის პრეზენტაციასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის hridc.tv-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე. მისამართი: აკაკი გახოკიძის (ყოფილი მელიტონ ქანთარიას) 11ა.

14: 30 –  სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”-ში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს სამუშაო შეხვედრას, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები განიხილავენ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს უსაფრთხოების სექტორში დაგეგმილ ცვლილებებზე.

19:00 –  კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ლადო ათანელის სოლო კონცერტი მიძღვნილი თავისი პედაგოგის – ნოდარ ანდღულაძის 90 წლისთავისადმი. კონცერტზე შესრულდება ჰენდელის, გლიუკის, შუმანის, ბრამსის, მასკანის, არაყიშვილის, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. კონცერტმეისტერი მარინა მეტრეველი.

19:00 – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულება წარმოგიდგენთ 2017 წლის დამამთავრებელი კურსის შემოქმედებითი და სადიპლომო ნამუშევრების გამოფენას – „LUMINE LUTUM“ (თიხის ნათება).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი