“არსებული ბევრი ნორმა, მათ შორის მინისტრსაც, აძლევდა უფლებას, რომ კენჭი ეყარა ისე, რომ თანამდებობა შეენარჩუნებინა, ემოძრავა სახელმწიფო მანქანით, ეხარჯა სახელმწიფო რესურსი, გამოეყენებინა აპარატის თანამშრომლები, ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელები და ის ინფრასტრუქტურა, რაც ნებისმიერი თანამდებობის პირს აქვს. აქედან გამომდინარე, მე უახლოეს დღეებში ჩავატარებ პრესკონფერენციას და გამოვაცხადებ, რა შეზღუდვები შემოგვაქვს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომ არც ერთ პიროვნებას არ წასცდეს ხელი და არ გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა სხვა კონკურენტი პოლიტიკოსის დაჩაგვრისათვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ უნდა იყოს გამარჯვებულთა კანონმდებლობა და უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტების კანონმდებლობა, მოქალაქეების კანონმდებლობა და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ის, ვინც მათ სურთ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *