ახალი ამბები

“გალერია თბილისის” გახსნა თბილისში, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით [live]

30 ნოემბერი, 2017 • 4597
“გალერია თბილისის” გახსნა თბილისში, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით [live]

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ახალი სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” გაიხსნა. გახსნის ცერემონისასთან დაკავშირებით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. სავაჭრო ცენტრში შესვლამდე სტუმრები უსაფრთხოების შემოწმებას გადიან. თითოეულ სტუმარს მეტალოდეტექტორის გავლა უწევს. სავაჭრო ცენტრის ორივე შესასვლელთან რიგია.

“გალერია თბილისის” გახსნას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის, არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი, კახა კალაძე.

სავაჭრო ცენტრთან ერთად გაიხსნა მასში განთავსებული ობიექტების უმეტესობა. მათ შორის:

H&M, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, Lacoste, Trussardi, Karl Lagerfeld, Guess, IKKS, Roman, BNG, Timberland, Stenders, Delfy, Six, OVS, New Yorker, Yves Rocher, Calzedonia, Camicissima, Mavi, Lee/Wrangler, Levis, Jysk, DiOggi, Okaidi, Studio By Shoes Gallery/Ecco/Geox, Dots, VaBene, Prime Gallery, Pull love, Roberto Bravo, Georgian Designers Corner, Party Deco, Mcdonads, Burger King, Mr. Cook, Coffeesta, Mr. Gyros, ატრიო, ავთანდილი, ლუტეცია, კენარი, რონიკო, ართთაიმი, დელფოსი, ფექტორი, ესპაჩო, XS სათამაშოები, ქალთა ბედნიერება, თიბისი ბანკი, ბოულინგ ცენტრი ბოლრუმი და კინოეთატრი კავეა.

სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიების დიდი ნაწილი დღეს სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს.

“გალერია თბილისი” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ფონდმა აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი