თუმცა, სავარაუდოდ, საკუთარ პოზიციას ახალი მინისტრის შერჩევასთან დაკავშირებით გიორგი მარგველშვილიც დააფიქსირებს.
“კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა აღასრულებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას. ასე რომ, ჩვენს მთავრობაში ადამიანები შეირჩევიან ამ ნიშნით: ვინ არის მზად ამ პროგრამის შესასრულებლად და არა ისე, რომ ვნიშნავთ ადამინებს და მერე ისინი წყვეტენ, რა უნდა განახორციელონ თავიანთი მიმართიულებით. გადაწყვეტილება მიიღება პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ. რაც შეეხება თავად გიორგი მარგველაშვილის ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის მონაწილეობას ამ პროცესში, ბუნებრივია, თანამდებობიდან ამ მიზეზით მიმავალი მინისტრისაგან მოსალოდნელი და საჭიროა რეკომენდაციის შემოთავაზებაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარგველაშვილი მოდის მინისტრობიდან არა იმიტომ, რომ დაღლილია, ან თავი ვერ გაართვა საქმეს, არამედ იმიტომ, რომ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. ანუ ამ შემთხვევში ის ვალდებულიც კია, რომ იზრუნოს თავისი შემცვლელის ვინაობაზე. თუმცა ახალი მინისტრის დანიშვნაზე და შემდგომ საქმინობაზე პასუხისმგებლობას იღებს პრემიერ–მინისტრი.”
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ამჟამად დაკავებულ პოსტზე მისი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე შეცვლის.
აღნიშნულის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85–ე წლისთავის აღნიშვნისას გამართულ ღონისძიებაზე “გურია ნიუსთან” საუბარში განაცხადა. არსებობს აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალაც.
გიორგი მარგველაშვილის თანამდებობის დატოვების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მას თანამდებობის დატოვებს არ ავალდებულებს, მარგველაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
13 ივლისს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი შემცვლელის შესახებ კონსულტაციები გამართა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ვინაობა საჯაროდ არ დაასახელა და განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის მომავალი მინისტრის შესახებ უახლოეს დღეებში გახდებოდა ცნობილი.
