“კურიერის” წამყვანებმა მარგველაშვილს ჰკითხეს, თუ რამდენად იყო მისთვის მისაღები NDI-ის კვლევის შედეგი,

გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

რომლის მიხედვითაც მისი რეიტინგი 29%–ია, მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ “ქართული ოცნების” რეიტინგი გაცილებით მაღალი იყო.

 

“ძნელია შეფასება წარსულთან იმიტომ, რომ წარსულში სრულიად სხვა გარემო იყო, არ იყო თავისუფლაი ველი. ის ხალხი, ვინც იკითხებოდა, იკითხებოდა სხვა გარემოში. ძნელია დღეს ამ სტატისტიკაზე დაფუძნებით მსჯელობა. მე ძალიან დიდი ინტერესით ვეცნობი ამ მაჩვენებლებს, მაგრამ, სხვათა შორის, ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც აწარმოებს გამოკითხვებს, მაქვს ჩემი შესწორება და ეს შესწორება გამომდინარეობს იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს. NDI –სთან მიმართებაში ეს არის ფრიად დიდი შესწორება  აი, ამ ცდომილების, რომელიც სავარაუდოდ 30%–დან 40%–მდე არის.    IRI–სთან შედარებით ეს ცოტა უფრო ნაკლებია, 25%–დან 35%–მდე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე განცხადებით, მას ამის თქმის საფუძველს ის აძლევს, რომ 2012 წელს, NDI–ის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” 12%–იანი რეიტინგი ჰქონდა, არჩევნების შედეგი კი ამ მონაცემზე 40%–ით მეტი იყო.

 

მარგველაშვილის თქმით, ის ხვალ, 16 ივლისს, მედიას შეხვდება და წარუდგენს განათლების მინისტრის პოსზტე თავის შემცვლელს, რომელიც იქნება თავისივე მოადგილე თამარ სანიკიძე. განათლების მინისტრის განცხადებით, ის ასევე  საზოგადოებას ჩააბარებს ანგარიშს განვლილ 8 თვეზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარებულ სამუშაოზე.

 

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს მინისტრის პოსტს. მისივე თქმით, ეს არის პოლიტიური გუნდის გადაწყვეტილება, რათა ყველა კანდიდატმა შეძლოს თანაბარ საარჩევნო გარემოში ბრძოლა პრეზიდენტობისთვის.

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *