”საბაში” მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ქეთევან ბახტაძის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, 11 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბებიან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას მოითხოვენ.
“სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შემდეგ ხუთი თვე გავიდა და ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. არც ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადაგენილა ამ დრომდე და გამოძიება ისევ გრძელდება. დავდივართ კანცელარიიდან პარლამენტში, პარლამენტიდან ფინანასთა სამინისტროში და დახმარებას ვითხოვთ. ამ დროისათვის მხოლოდ განცახდებებს ვწერთ და პასუხი არაფერზე არ მიგვიღია” – ამბობს ქეთი ბახტაძე.
სავაჭრო ცენტრ “საბაში” ხანძარი 26 თებერვალს, საღმოს 9–ის ნახევარზე გაჩნდა. ავეჯის სავაჭრო ცენტრის მფლობელ პაატა კაჭარავას ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა 6 348 კვადრატული ფართი, დაიწვა 100 მაღაზია და დაზარალდა 200 მოვაჭრე.
პაატა კაჭარავამ “საბაში” მომხდარი ხანძარი დივერსიულ აქტს დაუკავშირა, თუმცა მოტივი ვერ დაასახელა:
“ბაზრობის ტერიტორიაზე შუქი ავტომატურად ქრება საღამოს 7 საათზე. შვიდის ნახევარზე ბაზრობა იკეტება. მოკლე ჩართვა ვერ განხორციელდებოდა, რადგან ელექტროენერგია გათიშული იყო. ტერიტორიაზე არც გაზი შედის. ამიტომ მომხდარს დივერსიულ აქტად შევაფასებ. “
“საბას” მოვაჭრეების განცახდებით, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ და დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით სასმართლოში სარჩელსაც შეიტანენ.
